თავში

ევროკავშირი აშშ-ს ჯანმო-ს დაფინანსების საკითხის გადახედვისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი აშშ-ს ჯანმო-ს დაფინანსების საკითხის გადახედვისკენ მოუწოდებ
ევროკავშირი აშშ-ს ჯანმო-ს დაფინანსების საკითხის გადახედვისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი მოუწოდებს აშშ-ის ხელისუფლებას გადახედოს  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეპ ბორელის ერთობლივ განცხადებაში.

"ამ გლობალური საფრთხის გათვალისწინებით, დროა გავაფართოვოთ თანამშრომლობა და მივიღოთ საერთო გადაწყვეტილებები. მოერიდეთ მოქმედებებს, რომლებიც ასუსტებს საერთაშორისო თანამსრომლობას. ამ კონტექსტში, ჩვენ მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს გადახედონ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას", - ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჯანმო-მ უნდა გააგრძელოს საერთაშორისო ძალისხმევა პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად. 

" ეს მოითხოვს ყველა მხარის მონაწილეობასა და მხარდაჭერას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი აგრძელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას ამ თვალსაზრისით და ჩვენ უკვე უზრუნველვყავით დამატებითი დაფინანსება, - ხაზგასმით აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

შეგახსენებთ, მანამდე ამერიკის შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ყველა სახის ურთიერთობას წყვეტს და სახსრებს სხვა ორგანიზაციებს გადაურიცხავს, რომლების ჯანდაცვის საკითხებითაა დაკავებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system