თავში

ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს დეესკალაციისაკენ მოუწოდებს

ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს დეესკალაციისაკენ მოუწოდებს
ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს დეესკალაციისაკენ მოუწოდებს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჟოზეპ ბორელი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს დეესკალაციის, საომარი მოქმედებებისა და ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს. 

"ევროკავშირი მოითხოვს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლად შეწყვეტას, დეესკალაციასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მკაცრ დაცვას. საჭიროა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, მოლაპარაკებების დაუყოვნებლივი განახლება", - ნათქვამია ჟოზეპ ბორელის განცხადებაში.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system