თავში

ევროკავშირი ბეირუთის დასახმარებლად 33 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი ბეირუთის დასახმარებლად 33 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი ბეირუთის დასახმარებლად 33 მილიონ ევროს გამოყოფს

ბეირუთის დასახმარებლად ევროკავშირი 33 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლიბანის პრემიერ-მინისტრს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა.

ევროკომისიის განცხადებით, ეს თანხა ბეირუთში აფეთქების შედეგად დაზარალებული ქვეყნის აღდგენას მოხმარდება. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი ლიბანისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის საკითხზეც იმსჯელებს.

ევროკავშირმა ლიბანში ასობით სამედიცინო აღჭურვილობა და მედპერსონალი გაგზავნა.

შეგახსენებთ, ბეირუთში მასშტაბური აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. აფეთქების შედეგად, 145 ადამიანი დაიღუპა. 5000-მდე ადამიანი დაშავდა და ასობით ათასზე მეტი უსახლკაროდ დარჩა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system