თავში

ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს

​ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს
ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს

ევროკავშირის ქვეყნების მიმართ მიგრაციული შანტაჟის გამო, ევროკავშირი ნოემბრის შუა რიცხვებში ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი წერს.

"ევროკავშირის დიპლომატები გასულ კვირას ბელარუსისთვის სანქციების კრიტერიუმების გაფართოებაზე შეთანხმდნენ, რომლებშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საზღვრების "არალეგალური გადაკვეთა“ და "წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არალეგალური საქონლის კონტრაბანდაც“ შევა. სანქციების მე- პაკეტი ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა შემოვიდეს“, - წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, ევროკავშირი ბელარუსისთვის ეკონომიკური სანქციების გაფართოების საკითხს განიხილავს, რომელთა შორის სახელმწიფო ავიაკომპანია "ბელავიასთვის" შეზღუდვებიც იგულისხმება.

ევროკავშირის ბევრი ქვეყანა ლუკაშენკოს არალეგალი მიგრანტების ნაკადების წახალისებაში ადანაშაულებს, რაც მიზნად ბლოკის დესტაბილიზაციას ისახავს.

ამასთან, სანქციები „რაინეართან“ დაკავშირებული ინციდენტის გამოც დაწესდა. მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ბელარუსს სამმილიარდიან საინვესტიციო პაკეტს შეუჩერებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system