თავში

ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს

​ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს
ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს

ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

მერკელის თქმით, სამიტზე ბელარუსი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დამატებითი მიზნობრივი ეკონომიკური სანქციების მიღება და ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვა გადაწყდა.

მერკელის განცხადებით, ევროკავშირში თვლიან, რომ კომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებითი დაშვებით საერთაშორისო უფლებები დაირღვა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ბელარუსს სამმილიარდიან საინვესტიციო პაკეტს შეუჩერებს.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system