თავში

ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს

​ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს
ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს

საზღვარზე არსებული კრიზისის საპასუხოდ, ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

ევროკავშირის დიპლომატებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ბლოკი ადგენს იმ პირებისა და ორგანიზაციების სიას, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანების გადაადგილებაში ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა სირია, იემენი და ერაყი, შედეგად კი ისინი ბელარუს-ევროკავშირის საზღვარზე ხვდებოდნენ.

კერძოდ, ევროკავშირი განიხილავს სანქციებს ორი ათეული ბელარუსი ჩინოსნის წინააღმდეგ. სიაში ასევე შედის სასტუმრო "მინსკი", სადაც მიგრანტებს ათავსებენ და სირიის გადამზიდავი Cham Wings. აღნიშნულია, რომ 7 ნოემბრიდან Cham Wings-მა დამასკოდან მინსკში ოთხი რეისი შეასრულა. 13 ნოემბერს ავიაკომპანიამ გამოაცხადა, რომ ბელარუსის მიმართულებით ფრენებს „დაუყოვნებლივ“ შეწყვეტს.

გარდა ამისა, სანქციების სიაში, შესაძლოა, მინსკის აეროპორტიც მოხვდეს. დიპლომატებმა განაცხადეს, რომ წევრი ქვეყნების აზრი იყოფა საკითხზე, უნდა იქნას გამოყენებული თუ არა ეს ზომები აეროპორტის მიმართ, რადგან აქ იურიდიული სირთულეები არსებობს

ადამიანებისა და ორგანიზაციების საბოლოო სია რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნება კოორდინირებული, სანამ ევროკავშირი თავის ქმედებებს მოკავშირეებთან ათანხმებს.

მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბელარუსი სახელმწიფო ტერორიზმში დაადანაშაულა, როდესაც მიგრანტების ახალი ჯგუფები პოლონეთის საერთო საზღვრის დარღვევას ცდილობდნენ.

მიგრანტების ორმა დიდმა ჯგუფმა ღობეები გაარღვია და ბელარუსიდან პოლონეთში შეიჭრა.

ცნობისთვის, მიგრანტებთან დაძაბული სიტუაციის გამო პოლონეთმა საზღვრის გასწვრივ ჯარები საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.

მანამდე პოლონეთის სეიმმა მიგრაციული კრიზისის ფონზე ბელარუსის სასაზღვრო რაიონებში საგანგებო მდგომარეობა 60 დღით გაახანგრძლივა. პოლონეთი ბელარუსს მის საზღვრებთან მიგრანტების ნაკადის განზრახ მოზღვავებაში ადანაშაულებს და ამის მიზეზად დესტაბილიზაციის მცდელობებს ასახელებს.

პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების აგება საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესაჩერებლად აგვისტოში დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system