თავში

ევროკავშირი ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს

ევროკავშირი ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს
ევროკავშირი ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს

ევროკავშირი ბელარუსისა და პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ შეთანხმდა. გადაწყვეტილება ევროგაერთიანების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები წესდება ლუკაშენკოს ინაუგურაციასთან და არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არ იყო.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰეიკო მაასის განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საბჭოს სხდომაზე, სადაც ის ბელარუსის, მათ შორის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა.

ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების გამოქვეყნების შემდეგ, კერძოდ 9 აგვისტოს შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. დემონსტრანტების მოთხოვნას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და აქციის დროს დაზარალებული პირების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯაც წარმოადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system