თავში

ევროკავშირი "ბელავიასთვის" ეკონომიკური სანქციების დაწესებას განიხილავს

​ევროკავშირი "ბელავიასთვის" ეკონომიკური სანქციების დაწესებას განიხილავ
ევროკავშირი ბელავიასთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას განიხილავს

ევროკავშირი ბელარუსისთვის ეკონომიკური სანქციების გაფართოების საკითხს განიხილავს, რომელთა შორის სახელმწიფო ავიაკომპანია "ბელავიასთვის" შეზღუდვებიც იგულისხმება. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

მისი ცნობით, ახალი სანქციების აუცილებლობას იმ ვარაუდით ხსნიან, რომ ევროკავშირში რეგისტრირებული კომპანიები "ბელავიას" თვითმფრინავებს ლიზინგით აქირავებენ.

ცნობისთვის, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა ლუკაშენკოს არალეგალი მიგრანტების ნაკადების წახალისებაში ადანაშაულებს, რაც მიზნად ბლოკის დესტაბილიზაციას ისახავს.

ამასთან, სანქციები „რაინეართან“ დაკავშირებული ინციდენტის გამოც დაწესდა. მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ბელარუსს სამმილიარდიან საინვესტიციო პაკეტს შეუჩერებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system