თავში

ევროკავშირი ბიუჯეტის მეხუთედს კლიმატის ცვლილებებზე დახარჯავს

​ევროკავშირი ბიუჯეტის მეხუთედს კლიმატის ცვლილებებზე დახარჯავს
ევროკავშირი ბიუჯეტის მეხუთედს კლიმატის ცვლილებებზე დახარჯავს

ევროკავშირის ახალი ბიუჯეტის 21% კლიმატური ცვლილებების წინაღმდეგ ბრძოლას მოხმარდება. 2020 წლის ფინანსური დოკუმენტი მთლიანობაში ორიენტირებულია ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკის კონკურენტულობისა და ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე უსაფრთხოებისა და მიგრაციის მართვის საკითხებზე. ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილი 168,7 მილიარდია, რაც 2019 წელთან შედარებით 1,5 პროცენტით მეტია. ხარჯვითი ნაწილი კი 153,6 მილიარდია, რაც გასულ წელთან შედარებით 3,4 მილიარდით მეტია. დოკუმენტს ხვალ ევროპარლამენტი დაამტკიცებს.

მანმადე, 153 სახელმწიფოს მეცნიერებმა, კლიმატური ცვლილებების სერიოზულ საფრთხეებზე განაცხადეს და ვითარებას კრიტიკული უწოდეს. მეცნიერების თქმით, კატასტროფის თავიდან ასაცილებლად 6 ძირითად ნაბიჯი უნდა გადაიდგას.

კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად საჭირო თანხების რაოდენობა გაერო-მ დაიანგარიშა. გლობალური დათბობის თავიდან ასაცილებლად ერთობლივ ბრძოლაში მსოფლიოს ყველა ქვეყანას ის ფინანსები დაუჯდება, რასაც 2 თვის განმავლობაში ჯარის შესანახად ხარჯავს.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system