თავში

ევროკავშირი ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანიას სასამართლოთი დაემუქრა

ევროკავშირი ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანიას სასამართლოთი დაემუქრა
ევროკავშირი ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანიას სასამართლოთი დაემუქრა

ევროკავშირი ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინების მიწოდების შეფერხების გამო სასამართლოთი ემუქრება. ევროკომისიამ ფარმაცევტული კომპანია დაადანაშაულა იმაში, რომ მან ვაქცინის მიწოდების შეფერხების შესახებ დამაჯერებელი საბუთი არ წარმოადგინა.

"ხელშეკრულება წარმოადგენს ვალდებულებას, იგი ემყარება მთავრობის ფულს, ხანგრძლივ მოლაპარაკებებს ორმხრივ შეთანხმებებსა და ფასებს. ჩვენ მკაცრი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. პირველ რიგში ევროკავშირში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის კონტროლზე. მაგრამ პარლამენტი დათანხმდება და მხარს დაუჭერს კომისიას, თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის აღძვრის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ AstraZeneca-მ ევროკავშირისგან წინასწარ 298 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო, მინიმუმ 300 მილიონი დოზის მოწოდების სანაცვლოდ. პანდემიის პერიოდში განხორციელებული წინასწარი შესყიდვების ფარგლებში, ევროკავშირი კომპანიებს წინასწარ უხდის გადასახადებს დოზების უზრუნველსაყოფად, ფული ძირითადად გამოყენებული უნდა ყოფილიყო წარმოების გასაზრდელად.

AstraZeneca-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მილიონობით ევროპელს რაც შეიძლება მალე გადაეცეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system