თავში

ევროკავშირი და აშშ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე პაქტს გააფორმებენ

​ევროკავშირი და აშშ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე პაქტს გააფორმებენ
ევროკავშირი და აშშ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე პაქტს გააფორმებენ

ევროკავშირი და აშშ ტრანსლატლანტიკური ურთიერთქმედების კოორდინაციისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის შემდეგ განაცხა

მიშელის თქმით, მხარეები პაქტს მოაწერენ ხელს, რომელიც ტრანსატლანტიკური ურთიერთქმედების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. თანამშრომლობის მიმართულებებს შორის მან დაასახელა ეკოლოგია, ღარიბი ქვეყნების მხარდაჭერა და კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა.

"ჩვენ კლიმატის ცვლილებებზეც ვისაუბრეთ. გადავწყვიტეთ, დავაფუძნოთ მაღალი დონის სამუშაო ჯგუფი, რათა ამ საკითხის ირგვლივ ჩვენი თანამშრომლობა გაძლიერდეს", - განაცხადა მიშელმა.

მისი თქმით, მხარეები ყოველ წელს 100 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფენ, რათა ღარიბ ქვეყნებში ბიომრავალფეროვნება შენარჩუნდეს. ამასთან, ევროკავშირი და აშშ შეეცდებიან, მიაღწიონ, რომ 2022 წლის ბოლომდე პლანეტის მოსახლეობის 3/4 ვაქცინირებული იყოს.

პაქტი ასევე მსოფლიოში ევროატლანტიკური ღირებულებების გავრცელებას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system