თავში

ევროკავშირი ევროპას ვერ დაიცავს - იენს სტოლტენბერგი

ევროკავშირი ევროპას ვერ დაიცავს - იენს სტოლტენბერგი
ევროკავშირი ევროპას ვერ დაიცავს - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ევროპულ ფლანგებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები, აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი იცავენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu წერს.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ევროპის დაცვა მჭიდრო ტრანსატლანტიკური კავშირებზეა დამოკიდებული და არა კონტინენტის სტრატეგიული ავტონომიისკენ სწრაფვაზე.

"მე არ მჯერა მხოლოდ ევროპის. მე არ მჯერა მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის. NATO-ში ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის სტრატეგიული სოლიდარობის მჯერა. არ მჯერა, რომ რომელიმე ქვეყანას ან რომელიმე კონტინენტს მარტოს შეუძლია ის უსაფრთხოების გამოწვევები მართოს, რომელსაც დღეს ვაწყდებით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO ძირითად დაფინანსებას ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არ იღებს.

"ევროკავშირის მაცხოვრებლების 90 პროცენტზე მეტი NATO-ს წევრ ქვეყანაში ცხოვრობს. მაგრამ  NATO-ს ევროკავშირის წევრებზე ჩვენი თავდაცვის ხარჯების მხოლოდ 20 პროცენტი მოდის... ყველა ამ მცდელობას მივესალმებით, მაგრამ ევროკავშირი ევროპას ვერ დაიცავს", - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system