თავში

ევროკავშირი ევროპის ქვეყნებს ტყის ხანძრებთან ბრძოლაში დაეხმარება

ევროკავშირი ევროპის ქვეყნებს ტყის ხანძრებთან ბრძოლაში დაეხმარება
ევროკავშირი ევროპის ქვეყნებს ტყის ხანძრებთან ბრძოლაში დაეხმარება

ევროკავშირი მიტალიას, საბერძნეთს, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას ტყის ხანძრების ჩაქრობაში დაეხმარება, რომლებმაც ხმელთაშუა ზღვისპირა და დასავლეთ ბალკანეთის სხვადასხვა რეგიონები მოიცვა. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, იტალიის დაზარალებული ტერიტორიების დასახმარებლად საფრანგეთიდან ორი სახანძრო თვითმფრინავი იგზავნება. კვიპროსს ხანძრების ჩაქრობაში საბერძნეთი დაეხმარება. ალბანეთში ვერტმფრენებს ჩეხეთი და ნიდერლანდები გაგზავნის.

"ჩვენ ვმუშაობთ 24 საათის განმავლობაში, რათა უზრუნველვყოთ დახმარება იმ დროს, როდესაც ხანძარი მთელ ევროპაში მძვინვარებს. მადლობას ვუხდი კვიპროსს, ჩეხეთს, საფრანგეთს, სლოვენიასა და ნიდერლანდებს, რომ სწრაფად მოახდინეს მეხანძრეების, ვერტმფრენების და მეხანძრეების გუნდის მობილიზება იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც მძიმედ დაზარალდა", - განაცხადა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system