თავში

ევროკავშირი ღრმა ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს

​ევროკავშირი ღრმა ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს
ევროკავშირი ღრმა ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს

კორონავირუსის პანდემიის ეკონომიკური შედეგები ევროკავშირში გაცილებით უფრო მძიმე იქნება, ვიდრე ამას წლის დასაწყისში ვარაუდობდნენ. ასეთია ევროკომისიის ბოლო ეკონომიკური პროგნოზი.

ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე ვარაუდობდნენ, რომ ეკონომიკა 7,4%-ით შემცირდებოდა, თუმცა ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, რეცესია 8,3% იქნება. შემცირებულია ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელიც. სპეციალისტების ვარაუდით, 2021 წელში ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 5,8% იქნება.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ვალდის დომბროვსკის განცხადებით, შეზღუდვებისა და იზოლაციის ეფექტი ეკონომიკაზე გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ამას დასაწყისში ვარაუდობდნენ. თუმცა საფრთხე ჯერ კიდევ გადავლილი არ არის, რადგან, მეორე ტალღის მოლოდინში, ქვეყნები ისევ მრავალი რისკისა და გამოწვევის წინაშე დგანან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system