
ევროკავშირის საბჭო ხორვატიას შენგენის ზონაში გაწევრიანებას დათანხმდა მას შემდეგ, რაც ზაგრებმა ბრიუსელი დაარწმუნა, რომ მას ბლოკის გარე საზღვრების თავისი ნაწილის ეფექტურად მართვა შეუძლია. გადაწყვეტილება საბჭოს პრესსამსახურმა გამოაცხადა.
"საბჭომ დაასკვნა, რომ ხორვატიამ ყველა აუცილებელი პირობა შეასრულა“, - ნათქვამია პრესრელიზში.
ხორვატიის შენგენის შეფასება 2016-2020 წლებში განხორციელდა. ევროკომისიამ ხორვატიის შენგენში ჩართვას რეკომენდაცია 2019 წლის ოქტომბერში მისცა.
ხორვატიის გაწევრიანება, რომელიც ევროკავშირის წევრი 2013 წელს გახდა და ევროზონაში გაწევრიანება სურდა, მიგრაციის გამო დიდი ხანია სენსიტიური საკითხია.
ჯერ უცნობია, კონკრეტულად როდის შეუერთდება ხორვატია შენგენის ზონას. ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა მანამდე განაცხადა, რომ ამას 2022 წლისთვის ელოდება.
შენგენის ზონას ჰყავს 26 წევრი, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები შვეიცარია და ნორვეგია.