თავში

ევროკავშირი კლიმატის კანონის გამკაცრებას გეგმავს

​ევროკავშირი კლიმატის კანონის გამკაცრებას გეგმავს
ევროკავშირი კლიმატის კანონის გამკაცრებას გეგმავს

ევროკავშირი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების საკითხს განიხილავს. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებმა სათბურის აირების გამოყოფა 2030 წლამდე 65%-თ უნდა შეამცირონ. მანამდე კომისია გამონაბოლქვების 50-55%თ შემცირებაზე საუბრობდა. გარდა ამისა, 2050 წლისთვის ევროკავშირის ქვეყნებმა  სათბურის აირების გამოყოფა ნულამდე უნდა დაიყვანონ.

გაერო-ს განცხადებით, CO2-ს გამოყოფა წელიწადში საშუალოდ 7,6%-ით უნდა შემცირდეს, რომ 10 წელიწადში თავიდან ავიცილოთ ტემპერატურის 1,5 გრადუსით მატება. წინააღდეგ შემთხვევაში კლიმატის ასეთი ცვლილება დედამიწისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

სპეციალისტების განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, გამონაბოლქვი წელიწადში 1.5%-ით გაიზარდა. ასეთი ტემპით, საუკუნის ბოლომდე დედამიწაზე ტემპერატურა 3,2 გრადუსით გაიზრდება.

ევროკომისიამ დოკუმენტი მარტში, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე წარადგინა. მაშინ საკითხის გადაწყვეტა „მწვანე ინვესტიციებით“ იგეგმებოდა. პროექტის დასამტკიცებლად მას მხარი 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს. გაერთიანებაში ვარაუდობენ, რომ საკითხის განხილვა მწვავე იქნება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სხვა და სხვა ქვეყნებისთვის შემცირების განსხვავებული გრაფიკი იქნება. გაერო-ს განცხადებით ზოგიერთ მდიდარ ქვეყანას გამონაბოლქვის ნულამდე შემცირებისთვის დრო ფაქტობრივად აღარ დარჩა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system