თავში

ევროკავშირი კორონავირუსის მუტაციის კვლევის პროგრამას იწყებს

ევროკავშირი კორონავირუსის მუტაციის კვლევის პროგრამას იწყებს
ევროკავშირი კორონავირუსის მუტაციის კვლევის პროგრამას იწყებს

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამების შესასწავლად და ვაქცინების შესაქმნელად ევროკავშირის გაერთიანებული ძალებით ამოქმედდება HERA incubator პროგრამა, რომელიც მეორე თაობის ვაქცინების მოსამზადებლად ამუშავდება.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებით შეშფოთებულია.

ამ პროგრამის შესაბამისად, არსებული ვაქცინის წარმოებასთან ერთად, შეიქმნება მუტაციებთან ადაპტირებული  ვაქცინები. დაგეგმილია ამ სამუშაოების დაფინანსება ევროკავშირის სამიზნე ფონდებიდან. პროგრამა აერთიანებს ლაბორატორიების, ევროკავშირის ქვეყნების ჯანდაცვის ორგანოების, ვირუსოლოგებისა და ევროკომისიის სტრუქტურების ძალისხმევას.

"მთავარი ამოცანაა ინფორმაციის მუდმივი გაცვლა მედიკამენტების ევროპულ სააგენტოსთან (EMA), რათა მან დააჩქაროს დამტკიცების პროცესი მომავალი მუტაციისთვის ადაპტირებული ვაქცინების წარმოებაზე", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამავე დროს, ევროკომისიის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ევროკავშირი არ განიხილავს ღია ლიცენზიით ვაქცინების წარმოების ვარიანტს.

"ეს არ არის კულინარიული რეცეპტი, რომელიც უნდა მომზადდეს რომელიმე ინდუსტრიულ მოედანზე", - განაცხადა ევროკომიის პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system