თავში

ევროკავშირი: კრიმინალები კორონავირუსის კრიზისს იყენებენ

ევროკავშირი: კრიმინალები
ევროკავშირი: კრიმინალები კორონავირუსის კრიზისს იყენებენ

ევროკავშირმა სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში გლობალური კორონავირუსის გამო გამოწვეული კრიზისი კრიმინალური დამნაშავეებისთვის ხელსაყრელ პირობებად შეიძლება გადაიქცეს. 

კრიმინალებმა კრიზისის ფარგლებში გამოჩენილი შესაძლებლობების ჩქარი ნაბიჯებით ათვისება დაიწყეს. მათ თავიანთი საქმეები შექმნილ პირობებს მოარგეს და უამრავ ახალ დანაშაულებრივ პროცესში  ჩაერთვნენ. ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური პირების მიმართ კიბერშეტევების რიცხვმა იმატა და მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება”, - განაცხადეს ევროპოლში.

ჩეხეთის რესპუბლიკაში მდებარე ბრნოს საუნივერსიტეტო კლინიკაზე განხორციელებულმა შეტევამ საავადმყოფოს მთლიანი "IT ქსელის" დახურვა აიძულა, რამაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების გაუქმება და მწვავე პაციენტების ახლომდებარე საავადმყოფოებში გადანაწილება გამოიწვია. 

ევროპოლის განცხადებით, გაყალბებული სამედიცინო პროდუქტისა და დამცავი მოწყობილობების არალეგალურად გაყიდვის მატებაც მოსალოდნელია, რადგან მხოლოდ 3-დან 10 მარტის ჩათვლით, სამართალდამცავებმა 34000-ზე მეტი ყალბი ქირურგიული ნიღაბი აღმოაჩინეს. ასევე, მოსალოდნელია ორგანიზებული ქურდობების რაოდენობის ზრდაც. ევროკავშირის მრავალმა წევრმა ქვეყანამ გამოაცხადა, რომ გახშირდა სამედიცინო პერსონალის სახლების გაქურდვა. ბოროტმოქმედები კორონავირუსის ტესტების და სამედიცინო აღჭურვილობის მოპარვას ცდილობდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system