თავში

ევროკავშირი ლოქდაუნიდან გამოდის

ევროკავშირი ლოქდაუნიდან გამოდის
ევროკავშირი ლოქდაუნიდან გამოდის

ევროკავშირი თანდათანობით ნორმალური ცხოვრების წესს უბრუნდება. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

გერმანიაში 9 მაისიდან შეზღუდვები მოიხსნება იმ პირებისათვის, რომლებსაც კორონავირუსზე სრული ვაქცინაცია ჩაუტარდათ. მათთვის, ვინც სრულად არის ვაქცინირებული, მოიხსნება კომენდანტის საათი და არასასურსათო მაღაზიებში შესასვლელად საჭირო აღარ იქნება სწრაფი ტესტის ჩატარება.  გერმანიის მოსახლეობის 30 პროცენტზე მეტმა უკვე მიიღო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა. 

საბერძნეთში 3 მაისიდან ბარები და რესტორნები გაიხსნა, თუმცა ისინი შეზღუდულ რეჟიმში მუშაობენ. ნებადართულია სტუმრების მხოლოდ გარე სივრცეებში განთავსება, ამასთან მაგიდები ორმეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს, ხოლო ერთ მაგიდასთან ექვსზე მეტი ადამიანი ვერ იჯდება. რესტორნები  23:00 საათამდე მუშაობენ, რის შემდეგაც კომენდანტის საათი მოქმედებს.

საბერძნეთში 15 მაისიდან ტურისტებს ელიან. ქვეყანაში შესვლისათვის აუცილებელია კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი ან კოვიდ ტესტის უარყოფითი შედეგი.

საფრანგეთში 3 მაისიდან შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. 19 მაისიდან კვლავ გაიხსნება კაფეები, ბარები და რესტორნები, თუმცა სტუმრების მიღება მხოლოდ ღია სივრცეებში იქნება დასაშვები. კომენდანტის საათი, რომელიც 19:00 საათიდან  მოქმედებდა ხელისუფლებამ 21:00 საათამდე გადასწია.

იტალია ასევე ეტაპობრივად არბილებს საკარანტინო შეზღუდვებს. 3 მაისიდან გაიხსნა მუზეუმები და კინოთეატრები. ასევე რესტორნების ღია სივრცეები. ხოლო კომენდანტის საათის 22:00 საათიდან ამოქმედდება. 15 მაისამდე ქვეყანაში შესვლის მსურვებელებს უარყოფითი PCR ტესტის წარდგენა და 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის დაცვა მოუწევთ. ხოლო, 15 მაისის შემდეგ ქვეყანაში შემოდის ე.წ. მწვანე ვაქცინაციის პასპორტი, რომლის მეშვეობითაც ვაქცინირებულ პირებს ქვეყანაში შესვლა უპრობლემოდ შეეძლებათ. 

ნიდერლანდებში ბარები და რესტორნები უკვე გაიხსნა, თუმცა ისინი მხოლოდ 18:00 საათამდე მუშაობენ. ქვეყანაში კომენდანტის საათი აღარ მოქმედებს.

ჩეხეთი თანდათან უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას. 3 მაისიდან ქვეყანაში განახლდა საცალო ვაჭრობა და გაიხსნა ბაზრები. ჩეხეთში ამ დროისათვის ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მოსახლეობის 18 %-ს აქვს მიღებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system