თავში

ევროკავშირი ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ ცნობს

​ევროკავშირი ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ ცნობს
ევროკავშირი ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ ცნობს

ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია დემოკრატიულ ლეგიტიმურობას მოკლებულია და ბელარუსი კრიზისის გაღრმავებისკენ მიჰყავს, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.

"ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო. ევროკავშირი არ ცნობს მის შედეგებს, რომლებიც გაყალბებული იყო. გამომდინარე აქედან, 2020 წლის 23 სექტემბრის ეგრეთ წოდებული ინაუგურაცია და (პრეზიდენტის) ახალი მანდატი, რომელზეც ლუკაშენკო აცხადებს პრეტენზიას, ყველანაირ ლეგიტიმურობას მოკლებულია",- ნათქვამია ბორელის განცხადებაში.

ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ ცნობს არც ამერიკის შეერთებული შტატები

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტის მოულოდნელი ინაუგურაცია მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში 23 სექტემბერს გაიმართა.
 

     

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system