თავში

ევროკავშირი "მაგნიტსკის აქტის" ანალოგზე მუშაობს

​ევროკავშირი "მაგნიტსკის აქტის" ანალოგზე მუშაობს
ევროკავშირი მაგნიტსკის აქტის ანალოგზე მუშაობს

ევროკომისია ადამიანის უფლებების სფეროში ამერიკული "მაგნიტსკის აქტის" მსგავსი სასანქციო რეჟიმის დაწესების ინიციატივით გამოვა. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენი.

"პარლამენტმა ბევრჯერ გააკეთა მოწოდება ევროპული "მაგნიტსკის აქტის" მიღებისკენ. შემიძლია გაცნობოთ, რომ ახლა წინადადებით გამოვალთ", - განაცხადა მან.

ევროკავშირმა სასანქციო რეჟიმზე მუშაობა ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

"მაგნიტსკის აქტი" აშშ-ის კონგრესმა 2012 წელს მიიღო. თავდაპირველად, ამ კანონით სავიზო და ფინანსური სანქციები იმ ადამიანებს შეეხოთ, რომლებიც რუსეთში ადამიანის უფლებებს არღვევდნენ და ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის წინააღმდეგ დევნაში მონაწილეობას იღებდნენ.

"მაგნიტსკის აქტის" ანალოგები მოგვიანებით კანადამ, ლატვიამ, ლიტვამ და ესტონეთმა მიიღეს. სანქციები როგორც სავიზო შეზღუდვებს ასევე ფინანსური ანგარიშების გაყინვასა და ქონების დაყადაღებასაც გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system