თავში

ევროკავშირი "მაგნიტსკის აქტის" მსგავს სანქციების რეჟიმს დააწესებს

ევროკავშირი "მაგნიტსკის აქტის" მსგავს სანქციების რეჟიმს დააწესებს
ევროკავშირი  მაგნიტსკის აქტის მსგავს სანქციების რეჟიმს დააწესებს

ევროსაბჭოში ამერიკული "მაგნიტსკის აქტის" მსგავსი ნორმატიული აქტის განხილვა მიმდინარეობს. სანქციების ღონისძიებათა პაკეტი 10 დეკემბრისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს უნდა გაფორმდეს. ს

"მაგნიტსკის აქტის" მსგავს დოკუმენტზე ევროკავშირმა მუშაობა 2019 წელს დაიწყო. სანქციების მექანიზმი ევროგაერთიანებას საშუალებას მისცემს რუსეთს ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე საპასუხოდ სანქციები დაუწესოს.

ევროკავშირის ახალი სანქციების რეჟიმის ფარგლებში, ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილე პირებს ანგარიშები გაეყინებათ და გადაადგილება შეეზღუდებათ.

სერგეი მაგნიტსკი რუსეთის სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულ სქემებს იძიებდა. 2009 წელს იგი გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით დააპატიმრეს და იმავე წელს მოსკოვის საპყრობილეში დაიღუპა. მაგნიტსკის სიკვდილიდან სამი წლის შემდეგ, აშშ-ის კონგრესმა "მაგნიტსკის აქტი" მიიღო და იურისტის მკვლელობაში მონაწილე პირების მიმართ პერსონალური სანქციები დააწესა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system