თავში

ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ქმედებებს - ჟოზეფ ბორელი

ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ქმედებებს - ჟოზეფ
ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ქმედებებს - ჟოზეფ ბორელი

ჟოზეფ ბორელი სომხეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმებას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბაქოსა და ერევნის მხრიდან, ეს არის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და ნდობის გამჩენი ჟესტი.

"ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ქმედებებს, რომელთაც ხელი საქართველომ შეუწყო და რომელმაც 15 დაკავებული სომეხის გათავისუფლება და აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემა გამოიწვია. ბაქოსა და ერევნის მხრიდან, ეს არის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და ნდობის გამჩენი ჟესტი, რომლებიც, იმედია, მხარეებს გზას გაუხსნის შემდგომი თანამშრომლობისკენ, ასევე, ყველა დაკავებული სომეხის საბოლოოდ გათავისუფლებისკენ და დანაღმული ტერიტორიების ყველა არსებული რუკის გადაცემისკენ, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. ამ მიმართულებით, ევროკავშირმა და სხვა საერთაშორისო აქტორებმა აქტიურად წაახალისეს ნაბიჯები და ჩვენ გსურს პროცესში მონაწილე მხარეების შემდგომი თანამშრომლობა. ჩვენ გავაგრძელებთ კონფლიქტის მდგრადი და ყოვლისმომცველი მოგვარების ხელშეწყობას, მათ შორის, სადაც ეს შესაძლებელია - სტაბილიზაციის, პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების მხარდაჭერით. გავიმეორებთ მოწოდებას, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი დათანხმდნენ არსებით მოლაპარაკებებს - ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system