თავში

ევროკავშირი მოგზაურობის წესებს ცვლის

​ევროკავშირი მოგზაურობის წესებს ცვლის
ევროკავშირი მოგზაურობის წესებს ცვლის

ევროკავშირი მოგზაურობისთვის კოვიდ-სერტიფიკატების მოქმედების ვადის შეცვლის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისარმა, დიდიე რეინდერსმა განაცხადა.

კერძოდ, ევროკომისია სერტიფიკატიც 9-თვიან მოქმედების ვადას სთავაზობს, რომლის ათვლა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ დაიწყება. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ დამატებითი, ე.წ. ბუსტერული დოზა იქნება საჭირო.

ამასთან, რამდენ ხანს იმოქმედებს სერტიფიკატი "ბუსტერის" შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.

"იმის გათვალისწინებით, რომ დამატებითი დოზა, შესაძლოა, უფრო ხანგრძლივ დაცვას უზრუნველყოფდეს, ვიდრე ვაქცინაციის პირველი კურსი, კომისია ამასთან დაკავშირებით ახალ სამეცნიერო მონაცემებს ყურადღებით დააკვირდება. მათ საფუძველზე კომისია, შესაძლოა, მოგვიანებით, მოქმედების ვადასთან დაკავშირებით გარკვეული ინიციატივებით გამოვიდეს", - განაცხადა რეინდერსმა. 

ამასთან, ახალი წესები ბავშვებსაც ეხება. მათი დამტკიცების შემთხვევაში 6 წლამდე ბავშვები ევროკავშირში მოგზაურობას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლებენ.

6-12 წლამდე ბავშვები შეზღუდვების გარეშე მოგზაურობას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ევროკავშირის რუკის წითელი ზონის ქვეყნებიდან არ ჩამოდიან. ამ უკანასკნელის შემთხვევაში მათ სერტიფიკატი, ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ.

ევროკომისიას სურს, რომ ახალი წესები 2022 წლის 10 იანვრიდან ამოქმედდეს, ამისთვის კი ისინი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system