თავში

ევროკავშირი ყოველთვიურად ვაქცინის 200 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავს

ევროკავშირი ყოველთვიურად ვაქცინის 200 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავს
ევროკავშირი ყოველთვიურად ვაქცინის 200 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავს

სექტემბრიდან ევროკავშირს ყოველთვიურად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 მილიონი დოზის წარმოება შეეძლება.  ამის შესახებ ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარმა ტერი ბრეტონმა განაცხადა.

ევროკავშირის ქვეყნებს იანვრის თვეში ვაქცინის 14 მილიონი დოზა მიეწოდათ, თებერვალში - 28 მილიონი დოზა, მარტში კი - 60 მილიონი.

ტერი ბრეტონმა აღნიშნა, რომ წლის მეორე ნახევარში ევროკავშირი ვაქცინის  800 მილიონ დოზას მიიღებს. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოებისა და შემდგომი მიწოდების ვადები უკვე წინასწარ განსაზღვრული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system