თავში

ევროკავშირი საფრანგეთს სოლიდარობას უცხადებს

ევროკავშირი საფრანგეთს სოლიდარობას უცხადებს
ევროკავშირი საფრანგეთს სოლიდარობას უცხადებს

ევროკავშირის ლიდერები აშშ-ის, გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიას შორის გაფორმებულ უსაფრთხოების პაქტს აფასებენ და საფრანგეთს სოლიდარობას უცხადებენ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ამ განცხადებამ ისინი გააკვირვა.

"ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მისაღწევად მეტი თანამშრომლობა, მეტი კოორდინაცია და ნაკლები დაყოფაა საჭირო", - აღნიშნა ბორელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ მას აშშ-ის, ავსტრალიისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაგება უჭირს.

"რატომ? იმიტომ, რომ ჯო ბაიდენის ახალი ადმინისტრაციით, ამერიკა დაბრუნდა. ეს იყო ისტორიული გზავნილი ახალი ადმინისტრაციის მიერ და ახლა ჩვენ გვაქვს კითხვები. რას ნიშნავს ეს - ამერიკა დაბრუნდა? ამერიკა დაბრუნდა ამერიკაში თუ სადმე სხვაგან? ჩვენ არ ვიცი”, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, თუ ჩინეთი ვაშინგტონის ყურადღების ცენტრში იყო, მაშინ ძალიან უცნაურია, რომ აშშ ავსტრალიასა და ბრიტანეთთან ერთად გაერთიანდა. შარლ მიშელის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებამ ტრანსატლანტიკური ალიანსი დაასუსტა.

საფრანგეთის მიმართ მიუღებელ დამოკიდებულებად ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის შეთანხმებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც აფასებს. მისი თქმით, არსებობს ბევრი ღია კითხვა, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს.

"ჩვენს ერთ-ერთ წევრს მიუღებლად მოექცნენ და ჩვენ გვსურს, გავიგოთ, რა მოხდა და რატომ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია უსაფრთხოების სფეროში სამმხრივ პარტნიორობას ქმნიან, რომელიც ჩინეთისადმი წინააღმდეგობის გასაწევად იქნება მიმართული. სამმხრივი ხელშეკრულების გამო, ავსტრალიამ საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა. პარიზმა ამას "ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდეს. გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების გამო, საფრანგეთმა კონსულტაციებისთვის აშშ-დან ელჩი გაიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system