თავში

ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს

ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს
ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს

ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას განიხილავს.  ამის შესახებ EUobserver წერს. 

27 სექტემბრით დათარიღებული შიდა ანგარიშის თანახმად, ამის მიზეზი ამ ქვეყნის მოქალაქეების არალეგალური ცხოვრებისა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების ზრდაა. ასეთ ქვეყნებს შორის სახელდება გერმანია, საფრანგეთი და იტალია. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს ქვეყნები ბოლო დროს სულ უფრო მეტად არიან იმედგაცრუებული უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობის მზარდი ტენდენციით.

მონტენეგროს, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა 2009 წლიდან შეუძლიათ, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქალაქეებს – 2010-დან, მოლდოვის მოქალაქეებს – 2014-დან, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს კი – 2017-დან. ამ ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ გაჩერება 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ. 

“შეჩერების მექანიზმის“ თანახმად, თუ ამ ქვეყნებიდან 50%-ს გადააჭარბებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონო ყოფნის და თავშესაფრის მიღების მოთხოვნის სტატისტიკა, მაშინ ამას შეიძლება მოჰყვეს უვიზო მიმოსვლის გაუქმება და სავიზო რეჟიმზე გადასვლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system