თავში

ევროკავშირი სირიის რეჟიმსა და მის მოკავშირეებს სამოქალაქო პირების დაღუპვაში ადანაშაულებს

​ევროკავშირი სირიის რეჟიმსა და მის მოკავშირეებს სამოქალაქო პირების დაღ
ევროკავშირი სირიის რეჟიმსა და მის მოკავშირეებს სამოქალაქო პირების დაღუპვაში ადანაშაულებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი ბრიუსელში განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის გამო პასუხისმგებლობას სირიის რეჟიმსა და მის მოკავშირეებს აკისრებს.

"სირიის რეჟიმისა და მისი მფარველების ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ავიაიერიშების შედეგად რამდენიმე დღის განმავლობაში სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის უმრავლესობა სამოქალაქო პირი, ქალი და ბავშვი იყო. ცეცხლის კიდევ ერთი შეწყვეტა დაირღვა. მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირად 350 ათასი სამოქალაქო პირი იქცა", - ნათქვამია კოკუმენტში.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ სანქციები ასადის რეჟიმის წინააღმდეგ შენარჩუნებული იქნება, სანამ ეს სასტიკი იერიშები გრძელდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სისტემატიური ავიათავდასხმები და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ცეცხლი გახსნა დაუშვებელია და უნდა შეწყდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system