
ევროკავშირი თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებასა და კომუნიკაციების გახსნას მხარს უჭერს. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარმა Twitter-ზე დაწერა.
"მივესალმები ახალ ამბავს მოსკოვში სომხეთისა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრის შესახებ. ურთიერთობების ნორმალიზაცია და კომუნიკაციების გახსნა მნიშვნელოვანი მიზანია, რომელსაც ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს", - ნათქვამია გამოცემაში.
ცნობისთვის, ორმა ავიაკომპანიამ - FlyOne Armenia-მ და Pegasus Airlines-მა - სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტისგან ერევანი-სტამბოლი-ერევნის ჩარტერული ფრენების განხორციელებისთვის ნებართვა მიიღო.
31 დეკემბერს სომხეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა ავიაკომპანია Flyone Armenia-ს ერევანი-სტამბოლის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისების განხორციელების უფლება მისცა.
ცნობისთვის, 16 დეკემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება სტამბოლი-ერევანი-სტამბოლის მიმართულებით ფრენების განხორციელების შესახებ თურქული და სომხური ავიახაზების განცხადებას განიხილავს. მანამდე ანკარამ და ერევანმა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სპეციალური წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ განაცხადეს.