თავში

ევროკავშირმა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

​ევროკავშირმა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
ევროკავშირმა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირის სასანქციო „შავ სიაში“ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს რეჟიმის კიდევ 7 წარმომადგენელი მოხვდა. ბრიუსელში დღეს განაცხადეს, რომ მათი აქტივები გაყინულია. ასევე ამ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.

შავ სიაში ამჟამად 25 ვენესუელელია. უმეტესობა სპეცსამსახურების წარმომადგენელია, რომელთაც წამებასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები გუშინ აშშ-შიც გაამკაცრეს. შემზღუდავი ზომები კვიპროსზე და პანამაზე რეგისტრირებულ 4 სანაოსნო კომპანიას დაუწესეს, რომლებსაც ვენესუელიდან კუბაში ნავთობი გადააქვთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system