თავში

ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ბრიტანეთში საკვები პროდუქტები გაძვირდება

ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ბრიტანეთში საკვები პროდუქტები გაძვირდება
ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ბრიტანეთში საკვები პროდუქტები გაძვირდება

დიდი ბრიტანეთის გარემოს დაცვის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ საკვებ პროდუქტებზე ფასები მოიმატებს. თუმცა, მან დასძინა, რომ პროდუქტზე ფასები მინიმალურად გაიზრდება. ყველაზე მეტად ფასი საქონლისა და ღორის ხორცზე მოიმატებს.

"ფასის ოდნავი ცვლილება მოხდება, მაგრამ ზოგიერთი ეკონომიკური მოდელის მიერ გაკეთებული ანალიზი აჩვენებს, რომ ის საკმაოდ მოკრძალებულია. ტარიფის ცვლილება 2%-ზე ნაკლები იქნება. ასევე აღსანიშნავია, რომ ტარიფები პრაქტიკულად არანაირ გავლენას არ მოახდენს სურსათის ფასების ზრდაზე", - განაცხადა მინისტრმა.

მან განაცხადა, რომ საკვების ფასების ზრდის მთავარი ფაქტორები - გაცვლითი კურსი, საწვავის ხარჯი და ამინდი.

"უკვე ოთხი წელია ვამბობთ, რომ სავაჭრო გარიგების მიტოვება სოფლის მეურნეობისთვის კატასტროფა იქნება. ჩვენი ფასები უფრო მაღალი იქნება ვიდრე საბაზრო ფასები. ყველა სექტორში უზარმაზარ ტარიფების ცვლილებას ვნახავთ", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ფერმერთა ეროვნული კავშირის პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system