თავში

ევროკავშირის 5 ქვეყანა უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის 5 ქვეყანა უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის 5 ქვეყანა უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

დონბასში გამწვავებული ვითარების ფონზე, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოქმედი წევრები - ევროკავშირის 5 ქვეყანა - უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას აქვეყნებს.

ბელგია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი მხარს უჭერენ "უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, გმობენ ყირიმის ანექსიას და დონბასისა და ლუგანსკის ოლქებში დესტაბილიზაციის მცდელობას". საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ "რუსეთი აფინანსებს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს, რითაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს".

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, რუსლან ხომჩაკმა უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შეტევა მოიგერიეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system