
ევროკავშირის, აშშ-ისა და რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" ოფიციალური წარმომადგენლები ხვალ ყატარის დედაქალაქ დოჰაში მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ ევროკავშირის პრესმდივანმა, ნაბილა მასრალიმ განაცხადა.
"შეხვედრა საშუალებას მისცემს ამერიკულ და ევროპულ მხარეებს, თალიბებთან მთელი რიგი საკითხები მოაგვარონ , მათ შორის ქვეყნიდან ყველა მსურველის თავისუფლად გასვლა, ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა, ქალთა უფლებების პატივისცემა და ტერორისტული დაჯგუფებებისთვის ავღანეთის თავშესაფრად გადაქცევის პრევენციაა", - განაცხადა მან.
მასრალიმ ხაზი გაუსვა, რომ ეს ტექნიკურ დონეზე აზრებს ოფიციალური გაცვლაა და ავღანეთის "დროებითი მთავრობის" აღიარებას არ ნიშნავს.
ცნობისთვის, რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.
ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.