თავში

ევროკავშირის "დიდმა სამეულმა" ირანისთვის სანქციების დაწესებას მხარი არ დაუჭირა

ევროკავშირის "დიდმა სამეულმა" ირანისთვის სანქციების დაწესებას მხარი არ
ევროკავშირის დიდმა სამეულმა ირანისთვის სანქციების დაწესებას მხარი არ დაუჭირა

ევროკავშირის ე.წ. "დიდმა სამეულმა" ირანისათვის ხელახალი სანქციების დაწესების შესახებ აშშ-ის მიერ შეთავაზებული წინადადება უარყო. ამის შესახებ გამოცემა Deutsce Welle იუწყება. 

ევროპის ქვეყნების ერთმა სამეულმა - გერმანიამ, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მოთხოვნები უარყვეს. აღნიშნული ქვეყნების მინისტრები შეერთებული შტატების მოთხოვნას, ირანისათვის გაერო-ს სანქციების აღდგენის თაობაზე, ლეგიტიმურად არ თვლიან. 

როგორც ევროკავშირის სამეულის წერილშია ხაზგასმული, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრთა უმეტესობა მათ პოზიციას მხარს უჭერს. 

მეორეს მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ირანისათვის სანქციების აღდგენის გეგმის შესახებ ისაუბრა. პომპეოს განცხადებით, სანქციები ირანის წინააღმდეგ უდავოდ განახლდება, რის შემდეგაც "მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება".  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ირანელები რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების, ჩინური ტანკებისა და საერთაშორისო საფრთხის შემცველი ტექნიკის შეძენას ვეღარ შეძლებენ. პომპეო რუსეთსა და ჩინეთს სანქციებით ემუქრებოდა, თუ ისინი აშშ-ის მოთხოვნებს წინააღმდეგობას გაუწევდნენ.

ირანისათვის სანქციების აღდგენის მექანიზმი გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს 2231 რეზოლუციით განისაზღვრება, რომელშიც რატიფიცირებულია 2015 წელს ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმება. ამ პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს საჯარიმო ზომების აღდგენა, რაზეც დანარჩენ მხარეებს ვეტოს დადების უფლება აღარ ექნებათ.

შეერთებულმა შტატებმა ბირთვული გარიგებიდან ირანის ცალმხრივი გასვლის შესახებ 2018 წელს გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი მიიჩნევენ, რომ შეერთებული შტატები აღარ ითვლება გარიგების მხარედ და  თეირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების განახლების მოთხოვნის უფლება აღარ აქვს. თუმცა, თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ ოფიციალურად ვაშინგტონს აქვს ამ მექანიზმის გამოყენების უფლება, ვინაიდან იგი რეზოლუციის ხელმოწერაში მონაწილეობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system