თავში

ევროკავშირის გარდა, ბელარუსისთვის ცას კიდევ 7 ქვეყანა კეტავს

ევროკავშირის გარდა, ბელარუსისთვის ცას კიდევ 7 ქვეყანა კეტავს
ევროკავშირის გარდა, ბელარუსისთვის ცას კიდევ 7 ქვეყანა კეტავს

ბელარუსული გადამზიდავებისთვის ცის ჩაკეტვის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას კიდევ 7 ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა შეუერთდა. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საბჭომ გამოაქვეყნა.

ბელარუსისათვის ცა ჩაკეტა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკამ, მონტენეგრომ, სერბეთმა და ალბანეთმა, ასევე ისლანდიამ, ლიხტენშტეინმა და ნორვეგიამ.

ბელარუსისათვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის აკრძალვა ძალაში 5 ივნისიდან შედის. ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განმარტა, რომ ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებაზე ზეწოლას მანამ განაგრძობს, სანამ მთავრობა  ბლოგერ რომან პროტასევიჩს არ გაათავისუფლებს.

დღეს ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system