თავში

ევროკავშირის ხუთი ქვეყანა სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის ინიციატივით გამოდის

​ევროკავშირის ხუთი ქვეყანა სწრაფი რეაგირების ძალების შექმნ
ევროკავშირის ხუთი ქვეყანა სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის ინიციატივით გამოდის

ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, მომავალი სამხედრო კრიზისების შემთხვევაში, სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას DW ავრცელებს.

ინიციატივა, რომელშიც გერმანია, ფინეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია და სლოვენია მონაწილეობს, ევროკავშირის არსებული საბრძოლო ჯგუფების გაფართოებას ისახავს მიზნად, რომლებიც 1500-კაციან მრავალეროვნულ სამხედრო შენაერთებს წარმოადგენს.

ინიციატივის თანახმად, ახალი ძალები კოსმოსურ და კიბერნეტიკულ ძალებს, ასევე სპეცრაზმსა და საჰაერო ტრანსპორტს მოიცავს.

ხუთმა ქვეყანამ განაცხადა, რომ ავღანეთში განვითარებულმა ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ ევროკავშირს სწრაფი მოქმედება უნდა შეეძლოს. ამისათვის კი ძალების ხელმისაწვდომობის, მზადყოფნის, განლაგების უნარისა და კომპეტენციის გაუმჯობესებაა საჭირო.

გეგმა ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მეტი რეგიონალური თანამშრომლობის შეთანხმებები გამოიყენონ. თუმცა, ის რაიმე კონკრეტულ წინადადებას პირადი შემადგენლობის რაოდენობის კუთხით არ შეიცავს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახმელეთო ჯარები უნდა იყოს ბრიგადა, ანუ დაახლოებით 5 ათასი ადამიანი.

საბრძოლო ჯგუფის ამჟამინდელი კონცეფცია ითვალისწინებს, რომ ორი ქვედანაყოფიდან თითოეულში, რეზერვში 1,500 ჯარისკაცი უნდა იყოს, სხვადასხვა წევრი ქვეყნების ძალები კი ექვს თვეში ერთხელ ერთმანეთს ჩაენაცვლებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system