თავში

ევროკავშირის ლიდერები ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრას გამოეხმაურნენ

ევროკავშირის ლიდერები ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრას გამოეხმაურნენ
ევროკავშირის ლიდერები ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრას გამოეხმაურნენ

ევროკავშირისა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრას "30 წლიანი კონფლიქტის შემდეგ უკიდურესად პოზიტიური ნაბიჯი" უწოდეს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მისი ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიურმა წყარომ ჟურნალისტებს სამიტის კულუარებში განუცხადა.

"სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა ბრიუსელში ამ რეგიონის ურთულესი პრობლემების გადასაჭრელად ევროკავშირის ერთგულებას ადასტურებს. 30 წლიანი კონფლიქტის შემდეგ, გლობალურად, ლიდერებმა ბრიუსელში ბოლო მოვლენები უკიდურესად პოზიტიურ ნაბიჯად აღიქვეს", - განაცხადა მან.

15 დეკემბერს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით, ბრიუსელში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system