თავში

ევროკავშირის მოსახლეობის 50%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია

​ევროკავშირის მოსახლეობის 50%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია
ევროკავშირის მოსახლეობის 50%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია

ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობა, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, 187,7 მილიონს აღწევს, რაც ზრდასრული (18 წელს გადაცილებული) მოსახლეობის 51,3%-ს შეადგენს. მონაცემებს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

COVID-19- ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის წილის მიხედვით ევროკავშირის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს მალტა იკავებს - კუნძულოვანი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების 83,6% აცრილია. მას მოსდევს უნგრეთი (65,1%) და ირლანდია (64,8%). ამასთან, ისლანდია კვლავ ლიდერობს ევროკავშირის მიღმა მყოფ ევროპულ ქვეყნებს შორის (82,6%).

ევროკავშირის ქვეყნების 246,3 მილიონმა მაცხოვრებელმა, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 67,3%-მა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა მიიღო. ამ მხრივ ლიდერობენ ბელგია (84,6%), მალტა (83,1%) და ნიდერლანდები (82,9%).

ცნობისთვის, 10 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ვაქცინების საკმარისი დოზები უკვე მიიღეს რათა, ივლისის ბოლოს ზრდასრული მოსახლეობის. სულ მცირე, 70% სრულად იყოს ვაქცინაცია. ევროკავშირმა ზრდასრულების პარალელურად ბავშვთა და მოზარდთა იმუნიზაციაც დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system