თავში

ევროკავშირის ნოემბრის სამიტი ბერლინში გაუქმდა

ევროკავშირის ნოემბრის სამიტი ბერლინში გაუქმდა
ევროკავშირის ნოემბრის სამიტი ბერლინში გაუქმდა


ევროკავშირმა ნოემბრის თვეში ბერლინში დაგეგმილი სამიტის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გააკეთა.

"კონტაქტების მინიმუმამდე შემცირების თვალსაზრისით, ვფიქრობ, ეს აუცილებელი სიგნალი იყო", - განაცხადა მერკელმა.

ბოლო პერიოდში გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება. რობერტ კოხის ინსტიტუტმა ზაფხულის შემდეგ დღეს პირველად ინფიცირებულთა ახალი რეკორდული რაოდენობა - 7,334 შემთხვევა დააფიქსირა.

გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ნ, რომ ცივი ამინდისა და გრიპის ტრადიციული სეზონის დადგომის პარალელურად, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system