თავში

ევროკავშირის საბჭომ 14 საერთო ევროპული თავდაცვითი პროექტი დაამტკიცა

​ევროკავშირის საბჭომ 14 საერთო ევროპული თავდაცვითი პროექტი დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ 14 საერთო ევროპული თავდაცვითი პროექტი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ თავდაცვის მინისტრების დონეზე დაამტკიცა 14 ახალი საერთო ევროპული თავდაცვის პროექტი, მათ შორის უპილოტო სისტემებისა და თანამგზავრების პასიური დაცვის საშუალებების შესაქმნელად. ამის შესახებ აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში, რომელიც ბრიუსელში გავრცელდა.

"ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლითაც გააფართოვა ერთობლივი პროექტების ნუსხა, რომლებიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პერმანენტულ სტრუქტურული თანამშრომლობის ევროპული პროგრამის ფარგლებში (PESCO) განხორციელდება. შედეგად, 2017 წლიდან განხორციელებული 46 პროექტის არსებულ სიას 14 ახალი პროექტი დაემატება“, - ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალი პროექტები მოიცავს უპილოტო და ნახევრად ავტონომიური საჰაერო და სახმელეთო სამხედრო ტექნიკის შექმნას, ასევე კოსმოსური ხომალდების პასიური დაცვის სისტემის შექმნას.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ვაშინგტონთან აშშ-ის ევროპულ თავდაცვით და სამხედრო-სამრეწველო პროექტებში ჩართვის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მზადაა.

ახალი ადმინისტრაციული რეგლამენტით აშშ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პერმანენტულ სტრუქტურულ თანამშრომლობაში (Pesco) ჩართვას შეძლებს, რაც ახალი ტიპის იარაღისა და თავდაცვითი აღჭურვილობისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქტების შექმნის სფეროში პროექტების ერთობლივ განვითარებას, შექმნას და განხორციელებას, ასევე საერთო ლოგისტიკური, საინფორმაციო და კიბერნეტიკური სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system