თავში

ევროკავშირის საბჭომ სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის მანდატი გაახანგრძლივა

​ევროკავშირის საბჭომ სამხრეთ კავკასიაში სპეციალური
ევროკავშირის საბჭომ სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის მანდატი გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის მანდატი კიდევ 12 თვით, 2022 წლის 28 თებერვლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ავრცელებს.

ტოივო კლაარი ამ თანამდებობაზე 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი უახლოეს მომავალში საქართველოსა და აზერბაიჯანს ეწვევა.

22 თებერვლიდან ტოივო კლაარი ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ამის შემდეგ ის საქართველოს, რუსეთს და შემდეგ აზერბაიჯანს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ქვეყნის ოფიციალურ პირებს შეხვდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system