თავში

ევროკავშირის სამიტი ვაქცინაციის სერტიფიკატების დანერგვისკენ მოუწოდებს

​ევროკავშირის სამიტი ვაქცინაციის სერტიფიკატების დანერგვისკენ მოუწოდებს
ევროკავშირის სამიტი ვაქცინაციის სერტიფიკატების დანერგვისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირში მწვანე ციფრული საშვების (ვაქცინაციის სერტიფიკატების) ადრეული დანერგვას დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა.

მასში აღნიშნულია, რომ ეს რას შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს. სერტიფიკატების ამოქმედება 1 ივლისიდან იგეგმება.

”ევროსაბჭო მიესალმება შეთანხმებას ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის მწვანე ციფრული სერტიფიკატების შესახებ [რომელიც მათ დანერგვას 1 ივლისიდან ითვალისწინებს] და მოუწოდებს, ეს რაც შეიძლება მალე განხორციელდეს”, - ნათქვამია დოკუმენტში.

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ კოვიდ-პასპორტების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. სპეციალური სერთიფიკატები 1 ივლისიდან ამოქმედდება.

კოვიდ-პასპორტი გულისხმობს ციფრულ სერთიფიკატს, რომელშიც მითითებული იქნება მიღებული ვაქცინის დასახელება და თარიღი, ასევე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების დასტურიც, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სპეციალური დოკუმენტი გახდება ყველასათვის ხელმისაწვდომი და უფასო, ხოლო მას ამავდროულად ექნება QR-კოდი, რომელიც ინდივიდუალურია ყველა მოქალაქისათვის. ინფორმაციას ევროკომისიის საიტი ავრცელებს.

ევროკავშირის განცხადებით, გადაადგილების თავისუფლება ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ხოლო მის განხორციელებაში ევროკავშირის მოქალაქეებსა და ტურისტებს კოვიდ-პასპორტი დაეხმარებათ. დოკუმენტი იარსებებს როგორც ქაღალდზე დაბეჭდილი, ასევე ელექტრონული ფორმატით, ხოლო მონაცემთა ციფრული საკონტროლო ბაზა უკვე რამდენიმე დღეში ამუშავდება.

ევროკავშირის ქვეყნებში იგეგმება კოვიდ-ვაქცინაციის პასპორტის ინსტიტუტის ეროვნულ კანონმდებლობაში შეტანა, ხოლო აღნიშნული დოკუმენტი მოქალაქეებს გაათავისუფლებს პანდემიასთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვებისაგან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system