თავში

ევროკავშირის სამიტის პირველი დღე შეთანხმების გარეშე დასრულდა

ევროკავშირის სამიტის პირველი დღე შეთანხმების გარეშე დასრულდა
ევროკავშირის სამიტის პირველი დღე შეთანხმების გარეშე დასრულდა

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელის სამიტის პირველ დღეს, რომელიც 17 ივლისს გაიმართა, კორონავირუსის შედეგად გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის შეუქცევადი დახმარების გაწევის თაობაზე ვერ შეთანხმდნენ. ლიდერები მოლაპარაკებას დღეს განაგრძობენ. ამის შესახებ ინფორმავიას Deutsche Welle ავრცელებს.

საუბარია 2021-2027 წლების ბიუჯეტიდან, რომლის მოცულობაც 1 ტრილიონ ევროზე მეტს შეადგენს, ეკონომიკის აღდგენის მიზნით 750 მილიარდი ევროს  გამოყოფაზე, რომელიც ძირითადად ხმელთაშუაზღვის ქვეყნებისთვის გამოიყოფა. 

წევრი სახელმწიფოების ლიდერთა შორის უთანხმოებას წარმოადგენს დახმარების პაკეტის მოცულობა, ასევე მასში გრანტებისა და სესხების ოდენობის განაწილება

ნიდერლანდების წარმომადგენლები წინადადებას უკავშირებენ დაზარალებულ ქვეყნებში რეფორმების განხორციელებას, რასაც იტალია და ესპანეთი არ ეთანხმებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system