თავში

ევროკავშირისა და ჩინეთის ლიდერები ინვესტიციის ხელშეკრულებას განიხილავენ

ევროკავშირისა და ჩინეთის ლიდერები ინვესტიციის ხელშეკრულებას განიხილავენ
ევროკავშირისა და ჩინეთის ლიდერები ინვესტიციის ხელშეკრულებას განიხილავენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩინეთის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან სამომავლო ინვესტიციის ხელშეკრულების ხელმოწერის მომზადებას განიხილავენ, რომელზეც მოლაპარაკებები რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცნობილია, რომ მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის საშუალებით 30 დეკემბერს გაიმართება.

მოსალოდნელია, რომ მხარეები შეთანხმდნენ დოკუმენტის ძირითად პრინციპებზე და ტექსტის საბოლოო დამტკიცებას,  შესაძლოა, კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდეს.

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ინვესტიციის შეთანხმება ჩინეთის ბაზარს ევროპული კომპანიებისთვის უფრო ხელმისაწვდომსა და პროგნოზირებადს გახდის.

ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ინვესტიციის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები 2013 წლიდან მიმდინარეობს. ექსპერტების აზრით, ევროპული ბიზნესი უფრო მეტ უპირატესობას მიიღებს ჩინეთში, ვიდრე ამერიკული ბიზნესი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system