თავში

ევროკავშირმა აშშ-ის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა

​ევროკავშირმა აშშ-ის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა
ევროკავშირმა აშშ-ის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა

ევროკავშირის ქვეყნები სოლიდარობას უცხადებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.

”ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გამოხატავენ სოლიდარობას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ იმ მავნე კიბეროპერაციის შედეგებთან დაკავშირებით, კერძოდ საუბარია კიბეროპერაციაზე SolarWinds-ზე, რომელიც, აშშ-ის შეფასებით, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა. ეს შეეხო მთავრობებსა და ბიზნესებზე მთელს მსოფლიოში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში", - განაცხადა ბორელმა.

ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი იზიარებს პარტნიორების შეშფოთებას კიბერშეტევების რიცხვის გაზრდის შესახებ, რაც გავლენას ახდენს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროდუქტებისა და მომსახურების უსაფრთხოებასა და მთლიანობაზე.

ევროკავშირში ასევე აღნიშნეს, რომ განაგრძობენ მუშაობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში კიბერსივრცეში სახელმწიფოთა პასუხისმგებლობის ქცევის განვითარების სამოქმედო პროგრამის შექმნაზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების დადგენილებას მოაწერა წელი. "შავ სიაში" 32 იურიდიული და ფიზიკური პირი მოხვდა, რომლებიც 2020 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდა და დეზინფორმაციისა და ჩარევის სხვა აქტებს ახორციელებდა.

ამასთან, სანქციები დაუწესდა 8 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც ყირიმთან არიან დაკავშირებული.

გარდა ამისა, ვაშინგტონი რუსეთის დიპლომატიური მისიის 10 თანამშრომელს გააძევებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system