თავში

ევროკავშირმა AstraZeneca-სთან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა

ევროკავშირმა AstraZeneca-სთან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა
ევროკავშირმა  AstraZeneca-სთან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა

ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-სთან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდების თაობაზე კონტრაქტი არ განაახლოს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

ევროკავშირის კომისარმა შიდა ვაჭრობის საკითხებში, ტიერი ბრეტონმა განაცხადა, რომ კონტრაქტს ივნისში გასდის ვადა. 

ამას გარდა, ევროკავშირი AstraZeneca-ს წინააღმდეგ საჩივარს ამზადებს. ევროკავშირი ფარმაცევტულ კომპანიას ვაქცინებით მომარაგებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში, კერძოდ მიწოდების ვადის დარღვევაში ადანაშაულებს.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ევროკავშირს Astrazeneca-სგან ვაქცინის 120 მილიონი დოზა უნდა მიეღო, თუმცა კომპანიამ მხოლოდ 30 მილიონი დოზა მიაწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system