თავში

ევროკავშირმა ავიაკომპანიებისთვის სახელმძღვანელო ინსტრუქციები გამოაქვეყნა

ევროკავშირმა ავიაკომპანიებისთვის სახელმძღვანელო ინსტრუქციები გამოაქ
ევროკავშირმა ავიაკომპანიებისთვის სახელმძღვანელო ინსტრუქციები გამოაქვეყნა

ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ ავიაკომპანიებისა და აეროპორტებისათვის სახელმძღვანელო ინსტრუქციები გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

EASA-ის მიერ გამოქვეყნებული 28 გვერდიანი ინსტრუქციის მიზანი ახალი კორონავირუსის ინფექციისგან თვის დაცვაა, ვინაიდან უახლოეს პერიოდში ქვეყნების უმეტესობა კვლავ აღადგენს საჰაერო მიმოსვლას. 

სააგენტო რეკომენდაციას უწევს ”რესპირატორულ ეტიკეტს”, რასაც პირბადის გამოყენება მიეკუთვნება. მათ, ვინც არ დაიცავს აღნიშნულ წესებს, აეროპორტიდან გააძევონ, ან და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გარკვეული სახის ჯარიმა დააკისრონ. გამოცემა აღნიშნავს, რომ პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, როგორც აეროპორტში, ასევე საპასპორტე კონტროლთან და უშუალოდ თვითმფრინავშიც.

ამასთან, ინსტრუქციის თანახმად, აეროპორტებში დაშვებული არ იქნება გამცილებლების ყოფნა, რაც იმას გულისხმობს, რომ ახლობლების გაცილება მსურველებს აეროპორტს გარეთ შეეძლებათ.

სავალდებულო იქნება 1,5 მეტრიდან 2 მეტრამდე დისტანციის დაცვა, რისთვისაც, შესაძლოა, იატაკზე სპეციალური ნიშნულები გაკეთდეს.

სავარაუდოდ, გაუქმდება Duty Free სერვისით სარგებლობა.

ხელბარგზე შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. EASA რეკომენდაციას უწევს სალონის ჩანთების აკრძალვას, ვინაიდან ამით დაბინძურების რისკი კიდევ უფრო შემცირდება. ევროკავშირი რეკომენდაციას უწევს ავიაკომპანიებს, რომ ხელბარგის აკრძალვის შემთხვევაში, ბარგზე სპეციალური შეღავათები დაწესეს. 

ამასთან, ყოველი ფრენის შემდეგ უნდა განხორციელდეს თვითმფრინავის სრული დეზინფექცია.

მანამდე, იყო საუბარი, შუა ბორტის სავარძლების ამოღებაზე, თუმცა ეს რეკომენდაციას წარმოადგენს და ავიაკომპანიებისათვის სავალდებულო არ იქნება.

ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ გასცა კვების შემცირების შესახებ რეკომენდაციაც. შესაძლოა, ზოგიერთმა ავიაკომპანიამ კვება სრულად გააუქმოს ან შეამციროს.

იგეგმება თერმული სკრინინგი აეროპორტებში. ასევე, შესაძლოა შემოღებულ იქნას გამარტივებულიყო სასაზღვრო კონტროლის პროცესები, მაგალითად სახის ამოცნობის გზით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system