თავში

ევროკავშირმა ბელარუსის ოპოზიცია სახაროვის პრემიით დააჯილდოვა

ევროკავშირმა ბელარუსის ოპოზიცია სახაროვის პრემიით დააჯილდოვა
ევროკავშირმა ბელარუსის ოპოზიცია სახაროვის პრემიით დააჯილდოვა

ევროკავშირმა ადამიანი უფლებების დარგში უმაღლესი ჯილდო ბელარუსის ოპოზიციურ მოძრაობასა და მის ლიდერს სვეტლანა ციხანოვსკაიას გადასცა. ჯილდო ლუკაშენკოს ხანგრძლივი და სასტიკი მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის არის განკუთვნილი. ინფორმაციას AP ავრცელებს.

ლუკაშენკომ აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა, თუმცა ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს, აცხადებს რომ ის გაყალბებულია, მის გაუქმებას და ხელახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. აგვისტოს შემდეგ ბელარუსში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს.

ანდრეი სახაროვის სახელობის ევროკავშირის პრემია 1988 წელს დაწესდა. ჯილდო იმ პირებსა, თუ ადამიანთა ჯგუფებს გადაეცემა, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის უკომპრომისო ბრძოლაშია არიან ჩართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system