თავში

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი აამოქმედა

​ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი აამოქმედა
ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი აამოქმედა

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

”დღეს ევროკავშირმა ახალი შეზღუდვების დამტკიცებით ბელარუსის ხალხს გაუგზავნა მხარდაჭერის ახალი მტკიცე სიგნალი გაუგზავნა", - დაწერა მან "ტვიტერზე".

მიშელმა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისა და რეპრესიების შეჩერებისკენ მოუწოდა.

ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა. "ტვიტერზე" მან დაწერა, რომ
სანქციების მეოთხე პაკეტი მიმართულია არა ბელარუსის, არამედ "დიქტატორისა და მისი თანამოაზრეების" წინააღმდეგ.

ცნობისთვის, დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა, რაც ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ რეპრესიებს და ადამიანების დაპატიმრებებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ბელარუსს სამმილიარდიან საინვესტიციო პაკეტს შეუჩერებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system