თავში

ევროკავშირმა განჯის დაბომბვის გამო მწუხარება გამოთქვა

ევროკავშირმა განჯის დაბომბვის გამო მწუხარება გამოთქვა
ევროკავშირმა განჯის დაბომბვის გამო მწუხარება გამოთქვა

ევროკავშირმა სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ, 17 ოქტომბერს, განჯაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო მწუხარება გამოთქვა.  

ევროკავშირის წარმომადგენლებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს, 10 ოქტომბერს მოსკოვში გაფორმებული, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდეს. 

"ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს აზერბაიჯანის ქალაქ განჯაზე 16–17 ოქტომბრის ღამით განხორციელებული შეტევების გამო, რამაც მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა და სერიოზული დაზიანება გამოიწვია. 10 ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს", - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ცნობისთვის, 17 ოქტომბერს სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანის ქალაქ განჯის ცენტრალური დასახლებების დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system